უძილაური ელგუჯა
გაზიარება

* * * დედაო ღვთისა, გთხოვ, მექმენ ექსკლიუზივი

დედაო ღვთისა, გთხოვ, მექმენ
შემწედ ცოდვილი სულისა,
მწადს შენანება ყოვლითა,
რაც ვქმენ წინაშე უფლისა.
უძლურ არს კაცი მძებნელი
გზისა, ტანჯვისგან შვებისა,
ვერ მისწვდეს მისაწვდომელსა,
გარეშე უფლის ნებისა.
განკურნე სული ცოდვილთა,
ცოდვათა გამო სნეული,
განა მარტო მე? სხვაც ბევრი
არს საცდურთაგან ძლეული.
არ შევისმინეთ, უგნურთა,
მცნებანი უფლისეული,
ბნელსა მიერთვის უფსკრულსა
გზა ჩვენგან მცდარად რჩეული.
დედაო ღვთისა, უძლურ ქმენ
ავ კაცთა საქმის ზიარად,
მომეცი ძალა და სიბრძნე
დემონთა მოდგმის ზიანად.
შემაძლებინე, მოყვასთა
ვკურნო მტანჯველი იარა,
მყავ მათად მგზავრად მარადის,
ვინც უფლის გზაზე იარა.

??????