წეროები ვარადეროს ცაზე
იყოს მისი ცოლი
მისი ცოლი კი არა _
ანჯელინა ჯოლი!
რა თქმა უნდა, ცოლს უნდა
იყოს მისი ქმარი
მისი ქმარი კი არა _
ვთქვათ, მორგანი ჰარი!
ზოლიანი ზებრა და
ვეფხვიანი ზოლი...
მოღალატე ქმარი და
მოღალატე ცოლი...
მაგრამ თუ დასჯერდებით
მხოლოდ ფიქრში ღალატს,
კაცს _ კაცად არ ჩაგთვლიან
და ქალს კიდევ _ ქალად!
თუმცა მარტო თბილისში
არ ყოფილა ასე:
წერო წეროს კოცნიდა და
ძერა ძერას კორტნიდა
ვარადეროს ცაზე...