* * * კვლავ დამირღვია ფიქრთა სიმშვიდე ექსკლიუზივი
კვლავ დამირღვია ფიქრთა სიმშვიდე,
მოიჭრა ქარი, მაცნე აპრილის,
კარგო, უშენოდ დღეთა მიმოსვლამ
წაიღო ჩემი გულის ნაწილი.
ცამადნა ხელში მთვარის ნალევი,
შენზე ოცნებას შევრჩი დილამდის,
თითქოს ჩაიცვი ნისლის პერანგი
და მტების მიღმა გაუჩინარდი.
შენში ქალური მხიბლავდა ეშხი,
სინაზით კრთომა ბავშვის თვალების,
ვერ გადავლახე ზღვა სიყვარულის,
საპირისპიროდ ქროდნენ ქარები.
რაღა ვქნა ახლა? ქარის მერნებმა
არ ვიცი, საით გაგიყოლია,
იმ დღიდან ფიქრთა მესაიდუმლე
გულის კარავში არვინ მყოლია.