უძილაური ელგუჯა
გაზიარება

* * * გშვენის, ქარო, სიჯიუტე, გშვენის ექსკლიუზივი

გშვენის, ქარო, სიჯიუტე, გშვენის
აჩრდილები ხეთა, კლდეთა, მთათა,
გაცილებენ, როგორც მეაბჯრენი,
უსასრულოდ სდევ შორეულ გზათა.
გადაივლი მთა-გორებზე ფრენით,
კლდეზე ზვირტებს შეალეწავ ზღვათა,
ღამის ტრამალს ქარაშოტი შენი
სევდას მოჰგვრის, ვით გოდება ქალთა.
და როდესაც ჭირთა ვეღარმთმენი
მივალ, ქარო, გაგიჟების ზღვართან,
გზა მასწავლე, ზეცას გასაფრენი,
ცოდვის სოფელს გამაშორე კაცთა.

??????