უძილაური ელგუჯა
გაზიარება

ზღვა გამივლია ცრემლისა ექსკლიუზივი

ღმერთო ძლიერო, მომმადლე
შეძლება ჭირთა თმენისა,
დასაბამიდან დღემდისა
ზღვა გამივლია ცრემლისა.

მაღალ მთასა ჰგავ ეს გული,
საწვიმარ ღრუბლით მოსილსა,
ყურს უგდებ, მიჰყვებ-მაჰყვება
მწუხარე ფიქრთა მოჟირსა.

არ ვიცი, ჩემად სალხენად,
მზე ამოხდება როდისღა.
მტრისა სამიზნედ დამბული
როდის ავიხსნი ბორკილსა.

რით მაურჩინო წყლულები
ამ ჩემს სამკვიდრო ადგილსა,
დასერილს ყორნის ბრჭყალითა,
ნაწილ-ნაწილად დაჭრილსა.

მტერი სიმრავლით მერევა,
ისრულებს გულის წადილსა,
თორო ლომგული ვაჟკაცი
მეც ბევრი გამიზრდავისა.

ლომი ლომია მრისხანე,
პატრონი დიდი ძალისა,
არა სჩვევია ვაჟკაცსა
მტერთან დადება ზავისა.

მაგრამ გასტეხავს ლომსაცა
მტრის მისვლა ერთზე ასისა,
გაუცუდდება იღბალი,
ძალა ვერ უშველს მკლავისა.

??????