უძილაური ელგუჯა
გაზიარება

მტერი ვარ მამულის მტრისა ექსკლიუზივი

ვინა ხარ? - შორით მიძახა
ქარმა მტებს გადამდინარმა,
დრემუამ დაუსვენარმა,
კლდეთა ორწოხში მყვირალმა.

ღრუბლის ქულა ვარ, ქარშავო,
მწვერვალებიდან მზირალი,
ჩემი ცა-ქვეყნის დარაჯი,
იმის სატირალთ მტირალი.

რით მავურჩინო იარა,
ჩემი ოცნება ის არი,
მტერი ვარ მამულის მტვრისა,
მკერდში ნასროლი ისარი.

ვინა ხარ? - ერთი მელექსე,
ცუდი არასდროს მიქია,
ხატში დამიკლავს საკლავი,
ჩონგურზე ლექსიც მითქვია.

არ მიყიდია კაცობა,
არც როდის გამიყიდია,
სახელი, თემში ნაქები,
ყველა სახელზე დიდია.

- რას ეძებ? - მკითხა ქარშავმა, -
ნისლებს რო მისდევ კვალზედა?
- არწივს დავეძებ, არწივსა,
ნამს რო შაიბერტყს მხარზედა,
ყვავ-ყორანთ საჯიჯგნავადა
კლანჭს რო მაიქნევს მარჯვედა,
არ ათარეშებს მამხდურსა
იმ თავის მიწა-წყალზედა,
ნუმც მაიშლება ძეობა
არწივთა საბუდარზედა!

??????