ღარიბი დავრჩი ღარიბად ექსკლიუზივი
მუხთალმა წუთისოფელმა
ისე გამტეხა წელშია,
ღარიბი დამრცა ღარიბად,
ვერ გავისუქე ლეშია.
გაუჯავრდები ჩემ თავსა:
რადა ხარ ბეჩავ დრეშია?
კაცს გული უნდა ისეთი,
ვით ქვა ნადები მკერდშია.
ავდგე, ვიარო იმ გზიტა,
რა გზითაც სხვანი დადიან,
მეც ის ვაკეთო ფულისთვის,
რასაც მავანნია სჩადიან.
დის სიყვარული, ძმის ძმობა,
ვყიდო, ვაქციო ფულადა,
მეგობარ-ნათესავებსა
მოვექცე მლიქვნელურადა.
სიკეტე, სირცხვილ-ნამუსი
აღარ ჩავეგდო ჩალადა,
ურცხვად ვიფიცო ხატ-ღმერთი,
სიცრუის დასაარადა.
ღამ-ღამ ვიარო მგელივით
მოძმეთა საძარცვავადა,
ფულზე გავყიდო კაცობა,
ეშმაკს გავუხდე მგზავრადა.
ვიშენო სასახლეები,
მოვავლო ოქროს არშია,
გუშინდელ ძმა-მეგობართა
უსალმოდ გავცდე გზაშია.
გონთ მოვალ, ჩემ თავს დავკივლებ:
მტრად ნუ იქცევი თავისა,
იმ გზით იარე მუდამა,
სადაც სიკეთე ჰყვავისა.
სავსენი ავის ზრახვითა
სოფელს სხვაც ბევრი ჰყავისა,
არსთა გამრიგეს ყველასთვი
თავისა მიუზღვავისა.
ბოროტთა დამთრგუნველია,
მოწყალე არი კარგისა,
არ მინდა ლუკმა არამი,
ეშმაკსაც წაუღავისა.
უნდა ვიკმარო საგძლადა,
რაც უფალს მაუცავისა.