ჩემი ბედისწერა ექსკლიუზივი
კლდეთა ნაპრალში ქარი ბორგავს და მიქარშავობს,
მიჰქრის და მიაქვს ჩანჩქერების შორი ძახილი.
კვლავ შენზე ფიქრი მომეძალა, ჩემო ქალშავო,
შენსკე სავალი - მყინვარებში გავჭერ გზაწვრილი.
არ მოიშალა ბედისწერამ ჩემი ქილიკი,
ჩანჩქერთა ბროლში ფერად სიზმრად აირეკლები,
მტირალა ნისლებს მიეფარა შენი ბილიკი,
მიეშველე, თორემ ქარაფებში ჩავიხერგები.
მიშველე, თორემ შემოგვრჩები მთებს, როგორც მითი,
მყინვართა მკერდში ჩაყინული სამარადჟამოდ,
აიყალყება ნაპრალებში შავი ასპიტი,
გამიპობს გულს და ჩამოწვება სევდის საღამო.