თენდება ექსკლიუზივი
თენდება, ნისლის ნაბდებით
დგანან მყინვარა კოშკები,
რამდენი ღამე, მზისდარო,
გავლიე შენზე ოცნებით.
ნუ წახვალ, შენი კვნესამე,
რჩებიან დასაკოცნები
მაგ თვალთა ლურჯი იანი,
ლამაზნი, გასაოცრები.
ჰოი, რა ულმობელია,
ამ დროს მაუკვდეს პატრონი,
ისე გაფრინდა, წავიდა,
ერთხელ ვერ დავრჩით მარტონი,
ვერ დავწვით ტრფობის ცეცხლითა
წაწალ-მიჯნურთა საწოლი.
თენდება, ეხლა ეს დილა
მაგ თვალთა შუქით რიჟრაჟობს,
ნუ იტყვი, თითქოს დავბერდი,
ეს გულუ არარ გიჟმაჟობს.
ნუ გეშინია, ტრფობის ჟამს
არა ვარ, ქალავ, მერყევი,
როგორც ნისლები მწვერვალთა,
მხრებზე ოცნებით გეხვევი.