სხვას ნუ გაჰყვები ცოლადა
დამწვა და ფერფლად მაქცია,
ქალო, სიტურფემ შენმაო,
არავინ მინდა შენს მეტი,
შენი თვალების მზემაო.
შენთვი აშენებს ეს გული
პატარა სამოთხესაო,
ამწვანებულსა ჭალებსა
გარს შემოვავლებ მთებსაო.
ყვავილთა ჭრელი ხალიჩით
სავალს მოგირთავ გზებსაო,
მოდი, მზის შუქი მოჰფინე
ტანჯულს სიცოცხლეს ჩემსაო.
სხვას ნუ გაჰყვები ცოლადა,
ნუ გამილაღებს მტერსაო.