დამისხით, ძმებო! ექსკლიუზივი
დამისხით, ძმებო, ვაზის ნაჟური,
ეს დღე ქეიფში უნდა დაღამდეს,
გარიჟრაჟს ნამთვრალევ ღამის
მზე ფიროსმანის ფუნჯით ხატავდეს.
მე ყანწით მიყვარს დალევა ღვინის,
გულს საამური ჟრჟოლა დაუვლის,
ასე მგონია, ყანწი კი არა,
ხელში მიჭირავს ტანი ქალწულის.
და შიგ თვალები, მწველი თვალები
დანარნარებენ ღვინით მთვრალები,
გადავკრავ ღვინოს და ოცნებათა
გაშლიან აფრებს ტრობის ქარები.
ლამაზი ქალი წმინდანს შეაცდენს,
ღვინით შემთვრალი უარესია,
დამისხით ღვინო და ნუ დამიშლით,
ვიწამო ის, რაც უკეტესია!