უძილაური ელგუჯა
გაზიარება

ვინ გაგიშალა, ქალავ, ნაწნავი ექსკლიუზივი

დღენი უშენოდ სცვლიან ერთმანეთს,
ფიქრი ნისლიან შერეთს მიაპობს,
უსმინე, კარგო, გაზაფხულობით
ჩემს დანაბარებს ქარი გიამბობს.

სულში მწუხრისას რეკენ ზარები,
ვარდი უშენოდ გაშლას გვიანობს,
ახლა ვერაფერს შეცვლის ვედრება,
თვალზე ობოლი ცრემლი კაიფობს.

ვინ გაგიშალა, ქალავ, ნაწნავი,
ჟინს ვინ იოკებს შენი მშვენებით,
ვინ გახსნა შენი კაბის საკინძე,
გკოცნიდადაღლილს ღამის თენებით.

ვინ მოგეფერა მიჯნურს ჩემეულს,
გული აგივსო ბედნიერებით,
მიამბე, კარგო, უმანკო სული
ვინ დაგინამა ვნების ცრემლებით.

დღენი უშენოდ სცვლიან ერთმანეთს,
ქარი საწვიმარ ღრუბელს მიაპობს,
გადაკარგულო თვალთახედვიდან,
ლექსებს ჩემსავით ვერვინ გიამბობს.

??????