ახლოური დავით
გაზიარება

ჩემო ცხინვალო! ექსკლიუზივი

უქართველებოდ ვიცი ახლა
ბრწყინვა გელევა,
უქართველებოდ სულს გიყინავს
მკაცრი ზამთარი.
როდის გაგითბონ ცივი გული
ცხინვალელებმა?
ვკითხულობ, მაგრამ მოპასუხე
კაცი არ არის.
სჩანს ეს ზამთარი
ჯერაც კიდევ
დიდხანს გაატანს,
საქართველოში გაზაფხული
წელს გვიან მოვა.
უნდა მოვიდეს,
თორემ ცოტნე,
ლაშა,
პაატა
თავს მადგანან და
ბობოქრობენ:
დროაო, დროა.
დროა ლტოლვილის
თვალზეც შეშრეს
დაღლილის ცრემლი
და მაჩაბლიანთ სიამაყეს
შევხსნათ ხუნდები.
დროა ცხინვალი
ცხინვალს ჰგავდეს,
გრემს ჰგავდეს გრემი...
ჩემო ცხინვალო,
გჯეროდეს, რომ
დაგიბრუნდებით.

??????