მესხი რობერტ
გაზიარება

*** "მტვრით და ნისლებით" ექსკლიუზივი

მტვრით და ნისლებით,
საფეთქლებზე სისხლის მოწოლით
დამნათის მთვარე _
გამოჭრილი აპლიკაცია.
დიდი ხანია
ჩაინაცრა ჩემი კოცონი,
დავდივარ ახლა,
გიხსენებ და... ტანში მაციებს...
არ ვიცი დღემდე
შევეხიზნო რომელ სალოცავს,
სად დავსვა მძიმე,
ან სად დავსვა მრავალწერტილი...
გავყურებ ზეცას,
თითქოს ვხედავ სიზმარს საოცარს,
მე _ ჩემს თავში და
ამ ქალაქში გამოკეტილი.

??????