ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

საუკუნეები 

ამ ოთხი ათეული წლის წინათ ანდრეი ვოზნესენსკიმ ლექსების კრებული მაჩუქა - "ტრეუგოლნაია გრუშა". მოძღვნას თარიღიც უზის: "XX საუკუნე". გამეცინა, მახსოვს, ამის წაკითხვაზე. არადა, სასაცილო არაფერი ყოფილა - საღადაა, დარჩა უკან ის ჩვენი XX საუკუნე! ოცდამეერთეა უკვე! უნდა დავუკავშირდე ერთი ვოზნესენსკის, ვკითხო, კიდევ რამდენ საუკუნეს ვარაუდობს ჩვენდაწილად - ერთს? მეტს?
რა იცი, რა! მე პირადად არც ამ ორი საუკუნის იმედი მქონდა, მაგრამ ქე გამოვიდა ასე!

??????