შამუგია პაატა
გაზიარება

poSt 

თვალმა წაიკითხა კაბა.
კაბამ წაიკითხა ტანი.
ტანმა წაიკითხა კიბე.
კიბემ წაიკითხა ქალი.

ქალმა წაიკითხა ვაჟი.
ვაჟმა წაიკითხა გრძნობა.
გრძნობამ წაიკითხა ვაშლი.
ვაშლმა წაიკითხა ცნობა.

ცნობამ წაიკითხა ცნება.
ცნებამ წაიკითხა ნება.
ნებამ წაიკითხა ვნება.

ვნებამ წაიკითხა გვერდი.
გვერდმა წაიკითხა “მერსი...”
კაცმა წაიკითხა ღმერთი.
ღმერთმა წაიკითხა ლექსი.

??????