სამნიაშვილი ლელა
გაზიარება

ნაცნობები 

ქუჩაზე, მე რომ ბავშვობის გარეთ
აღარ გამომყვა, - როგორც დავტოვე -
(ახლაც, როდესაც კვლავ ვხვდები გავლით)
ღიმილად უჩანს შოთი - სათონეს.

ქუჩა ფოთლების ორომტრიალით
ჰაერში - ქუჩის მაღლა ავიდა.
ხეებო, წუთით მოატრიალეთ
ეგ სახეები - ჩემსკენ - ქარიდან.

??????