* * * ძვირფასო
ძვირფასო,
ღამემ გამოავსო უპეები,
თვალებქვეშ ტომსიკებად დაკიდა,
ფანჯრებს აწვება, ძლიერად აწვება,
ფანჯრები ჩარჩოში ჩასმული შავი ფიცრებია,
სადღაც აღმოსავლეთით გძინავს -
აღმოსავლეთის ლოყა მაქვს თბილი,
მე ვეღარ ვიძინებ,
ძილი ოქროა, ბრილიანტია,
ძილში ფილტვები აღარ მტკივა,
ძილში მე თვითონ ღამე ვარ და ხალებივით მახატია სხეულები.
დაგავიწყდი...
უძილობა სხეულს მოერია და აზრებს ათელინებს.
დაგავიწყდი...
ღამე მძივივით აცმული ბნელი ტკივილებია,
შორს კი არა, მართლა შორს ხარ -
ტახტზე, კედელსა და ბალიშს შორის ზეწართან გადაწნული,
მე უდაბნოში დამშრალ ჭაში ვზივარ...
ძილს თავს ვართმევ ხოლმე მორევის წაღებულივით,
ვიბრძვი შენთვის,
შენთვის ვიბრძვი,
ღამეს ველეწები - ჩარჩოში ჩასმულ შავ ფიცრებს,
გეპოტინები,
პოტინში სახე მეკაწრება,
ქარი მეხეთქება,
თმა დროშასავით მიტკაცუნებს,
ბევრ დროშასავით,
მეც ბევრი ვარ,
ბევრ ქარში გაშლილი,
ბევრი მორევის წაღებული,
ბევრი ცივი დანა,
ბევრი გაბრძოლება,
ბევრი დახივლება,
ბევრი დალეწილი,
ასო-ასო აქნილი,
ქარში დაფხრეწილი,
მინას მიტყეპნილი... მიკლული...
ძვირფასო,
ა რ გ ა ხ ს ო ვ ა რ.
ღამემ გამოავსო უპეები,
თვალებქვეშ ტომსიკებად დაკიდა,
ფანჯრებს აწვება, ძლიერად აწვება,
ფანჯრები ჩარჩოში ჩასმული შავი ფიცრებია,
სადღაც აღმოსავლეთით გძინავს -
აღმოსავლეთის ლოყა მაქვს თბილი,
მე ვეღარ ვიძინებ,
ძილი ოქროა, ბრილიანტია,
ძილში ფილტვები აღარ მტკივა,
ძილში მე თვითონ ღამე ვარ და ხალებივით მახატია სხეულები.
დაგავიწყდი...
უძილობა სხეულს მოერია და აზრებს ათელინებს.
დაგავიწყდი...
ღამე მძივივით აცმული ბნელი ტკივილებია,
შორს კი არა, მართლა შორს ხარ -
ტახტზე, კედელსა და ბალიშს შორის ზეწართან გადაწნული,
მე უდაბნოში დამშრალ ჭაში ვზივარ...
ძილს თავს ვართმევ ხოლმე მორევის წაღებულივით,
ვიბრძვი შენთვის,
შენთვის ვიბრძვი,
ღამეს ველეწები - ჩარჩოში ჩასმულ შავ ფიცრებს,
გეპოტინები,
პოტინში სახე მეკაწრება,
ქარი მეხეთქება,
თმა დროშასავით მიტკაცუნებს,
ბევრ დროშასავით,
მეც ბევრი ვარ,
ბევრ ქარში გაშლილი,
ბევრი მორევის წაღებული,
ბევრი ცივი დანა,
ბევრი გაბრძოლება,
ბევრი დახივლება,
ბევრი დალეწილი,
ასო-ასო აქნილი,
ქარში დაფხრეწილი,
მინას მიტყეპნილი... მიკლული...
ძვირფასო,
ა რ გ ა ხ ს ო ვ ა რ.