ჯაყელი ქეთი
გაზიარება

* * * ცხელ სახურავებზე  

ცხელ სახურავებზე
წვანან ანგელოზები და მზეს ეფიცხებიან.
ნებიერად გაშლილი
მათი თეთრი ფრთები
სულშებერილ ბაბუწვერასავით იბუმბლება...

სახურავის ქვეშ
ვზივარ თითებით დასიმბოლოებულ კლავიშებზე ფიქსირებული,
მონიტორიდან გადაგვარებული წინადადებები მიტევენ.

აქედან ძლიერ შორს არის შენი გუგების გალაქტიკა, ჰერმინე...

??????