ჯაყელი ქეთი
გაზიარება

* * * ნეტავ კი სხვაგან სად უნდა მოკვდე, 

ნეტავ კი სხვაგან სად უნდა მოკვდე,
თუ არა ამ ქალაქში,
ლოკოკინას ნიჟარასავით
ზურგზე რომ მოგიგდია
და როგორც კი შეგცივდება,
შიგ უსამართლოდ დასჯილი ბავშვივით იყუჟები,
სადაც ნაწვიმარ ასფალტზე
გველეშაპის დამმარცხებელივით დააბიჯებ,
სადაც ღამით,
ჩაბნელებულ, ჩარაზულ კარებებსა და ფანჯრებს მიღმა
კენტად დარჩენილი,
ისე იყუჟები, როგორც ლოკოკინა თავის ნიჟარაში.

??????