ჯაყელი ქეთი
გაზიარება

* * * ეს წერილები ზაფხულმა დაკრუნჩხა და დაკონკა, 

ეს წერილები ზაფხულმა დაკრუნჩხა და დაკონკა,
აივანი გამომივსო...
უბრალო შეხებაა -
ასე ვეხები ხოლმე ცარცს და ღრუბელს გაკვეთილზე,
მერე თითებში მშრალი ჟრუანტელი მივლის.
ფოთლები წერილებია,
წამომცდარივით დაცვენილი. ჰაერი სავსეა წაუკითხავი წერილებით.
ფოთლები იკითხება.

??????