შენკენ მოვილტვოდი
ბედი ჰქონია გარგუნეს ვისაც...
ნეტავი თავი არ დამეზოგა -
ჯიუტი, შლეგი და ავი ზნისა,
შემოვხიზნოდი იმ შენს ეზო-კარს.
ზედიზედ, ვისგან გეყოლა ძენი,
მეძუძურს, ღვარად დაგდინდა ხსენი...
მეც მოვზიდავდი ფეხკავშას ლაგამს,
ნეტა ცხვარ-ძროხა მემწყემსა შენი.
დამამწუხრებდა უფრო სხვა რაღა...
ვის დარჩა ძველი ეზო და კალო?!.
ვაითუ დაჭკნი, ის აღარა ხარ,
თინიბეგაის თვალჭრელო ქალო!..