წესი და რიგი
სუფრას - მარჯვე მერიქიფე,
საპატარძლოს - თეთრი კაბა,
ვილას - შესაფერი კიბე.
სიცოცხლეში არ გამჩნევენ,
ვის ჭირდება მერე ქება...
არ მწამს ზღაპარ-არაკები,
ჟამი ურცხვად მერეკება.
თვალთმაქცობენ, იქცა ხალხი -
ნიღბებად და პარიკებად;
გარეგანი, არავისთან
არ ვაპირებ გარიგებას.