მტაცებელმა თვალი მომტაცა
თავის გადამრჩენი;
თექვსმეტსართულიან სახლის,
აირჩია სხვენი.
წყვილმა, დედალ-მამალმა,
იქ დაიდო ბუდე,
გამოჩეკეს ბარტყები,
მჭყივან-მოფუთფუთე.
სეტყვა ვერას აკლებდათ,
ვერც წვიმა და ქარი,
დაფრთიანდა ოთხი ბარტყი,
მათი მონაგარი.
ცად აჭრილნი, გაქანდნენ -
ქვეყნის ოთხივ მხარეს;
კაცის ენა ვერ იტყვის,
როგორ გაიხარეს.
სიყმეს გაგახსენებენ,
აქვთ მჭეხარე რა ხმა...
მზეში დაოქროვილნი,
ჰქრიან აღმა-დაღმა.
უთრთით ტანი, მათი ადრეც
მითქვამს ქება, ოდა...
მიმორწევით მიმონებს
მწკრივი მიმინოთა.
მათ ხილვაზე ვხელდები,
მყის დამივლის ელდა...
ზღაპარია ცერად ფრენა,
ცერზე დასასმელთა.
გარაჟი სანაპიროზე