კვიტაიშვილი ემზარ
გაზიარება

ზღაპრის ათინათი 

არას მქნელს, უნდა მეკიდოს,
ნაცარქექიას გუდა;
ჩემ თავს დავაკლებ, სხვას არვის,
თუკი ვარ ქარაფშუტა.

არ დაგინდივარ, სოფელო,
კისერი მომიგრიხე...
წავალ, დამხვდება ის ჩემი
მდინარისპირი, რიყე.

მიცნობენ, შემომანათონ
თეთრმა, ქათქათა ქვებმა...
რაღა დროს ქოთქოთია და
დევთან ხელდახელ შებმა.

რა ვხატო, უქმად ხეტიალს
ვერაფრით დავეხსენი;
სხვანი ლაღობენ, მე კვლავაც
ვარსკვლავთა მიხმობს სხვენი.

მაბრუებს, თავზე დამბრუნავს -
შემოდგომების ქარვა...
გზას ვეღარ ვიგნებ, უკანაც
დამბრუნებელი არ ვარ.

??????