ქურხული ბექა
გაზიარება

* * * ხვალ გიორგობაა 

ხვალ გიორგობაა.
დღეს წვიმს.
ჰაერი გაცრიატდა, ნისლი ირევა, ზამთრის გემრიელი სუნი ტრიალებს.
როგორც ყოველთვის, ყველაფერი არეული მაქვს.
ძალიან ბევრი მიჯდება საკუთარი თავი...
როგორც მთასვლელს ქვათაცვენისას, ისე მეყრება სიპი ნამსხვრევი.
ჯერჯერობით ვუძლებ...
არაფერი არაფერს ინდობს... არც მთელი - მთელს, არც ნამსხვრევი - ნამსხვრევს.
წვიმა აწვიმს თავის გზაზე მიმავალ დღეს...
ხვალ გიორგობაა.
ხვალ ახლოა, გიორგობა - შორს.
ჩემი ბრალია ეგა, წვიმის კი არა...

??????