ქურხული ბექა
გაზიარება

* * * თბილისის გარშემო 

თბილისის გარშემო მთებზე ჩამოთოვა.
შუადღისთვის ქარი ამოვარდა.
ჩემს კარს საკეტი აქვს გაფუჭებული.
შემომიღებს ქარი კარს, შემოვარდება. წამოვხტები, გავარდება თვითონვე, გაიხურავს კარს, გამასწრებს.
თან ვწერ.
ვატყობ, ეგრე უნდა ვდიოთ დღეს მთელი დღე ერთმანეთს.
მისწრებაა წერის დროს ქარის დევნა.
განა ვაყვედრი, რაც ჩემთვის ქარს უდევნია.
დავკიდებ ხვალ ბოროტულად რკინის კარს და ეხვიოს მერე ტყუილად ზედ... ეგეც ჩემი ჯიშისაა, ქარი. ჩვენ ვიცით ეგრე ტყუილად ზედ ასკდომა...
ჩემი კარი ყოველთვის ღიაა...
ყველასთვის...
ჩემთვისაც კი...
დავკიდებ ხვალ რკინის კარებს. მერე გავიხურავ და წავალ...
"მშვიდობით მივალ საძებრად
გავხურავ სახლის კარებსა"...

??????