ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ყველა წავა იმქვეყნად ექსკლიუზივი

ყველა წავა იმქვეყნად: გულნამცეცა, გულდიდა,
მორჩა! ჯვარი სწერია სათნოებას, მადლს...
მერე თვალებს იხილავ ამოცვენილს ბუდიდან,
ნახავ ძვლების გროვაში მოფუთფუთე მატლს!
უცოდველი, ცოდვილი, ყველა საფლავს ჩავიდა,
მღვრიე კუპრის მორევი გელოდება წინ...
ხედავ: ტვინი ინთხევა გადახსნილი თავიდან,
ლაბირინთში ჩონჩხების გზას გაიკვლევს ვინ!
მოდის აპოკალიფსი! მრავალს სასო წაერთო!
საბოლოოდ ისეთი დღე მოგელის, მტერს:
გაიხრწნები... დალპები... ვინ გინაღვლებს
                                             საერთოდ,
შენც მოგაყრის გრიგალი დავიწყების მტვერს!
მალე თვალებს იხილავ ამოცვენილს ბუდიდან,
ნახავ თავის ქალაში მოუთფუთე მატლს...
ყველა წავა იმქვეყნად: გულნამცეცა, გულდიდა,
მორჩა! ჯვარი სწერია სათნოებას, მადლს!

??????