ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ყოფნა მუდამ ვალებში ექსკლიუზივი

ყოფნა მუდამ ვალებში
ბედისწერამ ინება.
ცრემლი გაშრა თვალებში,
გულში ჩაედინება.
ბედს ვისგანაც მოველი,
უბედოა ჩემსავით...
რომ ფუჭია ყოველი,
ნათელია დღესავით.
ირგვლივ მხოლოდ წყვდიადი,
ბობოქარი ზღვებია...
გაქრა გრძნობა დიადი,
ოცნებებიც ქრებიან.
ცოცხლობს ხსოვნა მტანჯველი,
სინანულიც ხშირია.
დღემდე როგორ გავძელი,
მართლა გასაკვირია.
ჯვარცმულს - ლანდი სიკვდილის -
მაშორებდა კამარებს...
ღირსი - დაფნის გვირგვინის -
ცოცხლად დამასამარეს.
ბედს ვისგანაც მოველი,
უბედოა ჩემსავით...
რომ ფუჭია ყოველი,
ნათელია დღესავით.

??????