უკვე ამინდიც აღარ ამინდობს, ცრემლით იხსენებ მზიან ამინდებს... ფიქრობ: მომხდური როგორ დამინდობს, შინაურებმაც რომ ვერ დამინდეს?! მაინც ყველაფერს იწყებ თავიდან, შენისლულია თუმცა მთა-კორდი... ამბობ: არაერთ ტანჯვას ავიტან, კაცი, ბედისგან ნაგმევ- ნაკორტნი!!!