ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * გულში მახვილის ტრიალით ექსკლიუზივი

გულში მახვილის ტრიალით
ყველგან უღმერთოდ მდევნეს.
ვეღარ ვამშვიდებ ტიალი
ეჭვით დაგლეჯილ ნერვებს.
ძმობას ვერავინ გამიწევს
შეძრულ, არყოფნის შიშთ.
ამევსო თვალი სამიწე:
მღვრიე უდაბნოს ქვიშით.
ხსოვნაში მძიმე წარსული,
ფიქრი გროვდება ზვავად.
ინთხევა სისხლი ჯვარცმული,
როგორც მძვინვარე ლავა.
წუხილი ვიღას გავანდო,
ქვეყნად ვერავის ვენდე.
მწუხარებაში გავა დრო,
როგორც გასულა დღემდე.

??????