თუკი გრანჯავდა დარდი ფარული, ალბათ მიხვდები, რარიგ ძნელია: ვერც მწუხარება, ვერც სიხარული, კაცისთვის რომ ვერ გამიმხელია... სადღაც მივდივარ, როგორც ლტოლვილი, ცაზე ჩამქრალა ჩემი ვარსკვლავი. შორს მოჩანს ქედი ჩამოთოვლილი, ფიქრს ერთვის ფიქრი გულმოსაკლავი...