ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * აღარც ძველი მქუხარება ექსკლიუზივი

აღარც ძველი მქუხარება,
სახეც - შესაბრალისი.
გულში ხშირად მწუხარება,
იშვიათად - ხალისი.
მზეს ნათელი გაქრობია,
ოცნებებიც გაქრება.
ყველგან ბევრი ნაცნობია,
მეგობარი - ნაკლებად.
ვერაფერში ვპოვე შვება,
გარეთაა გრიგალი...
აწი აღარც მომეშვება -
დაწყევლილი იღბალი.
გულზე მიჭერს მარწუხივით:
მოგონება თვალსველი.
უსაშველოდ ღრმა წუხილი,
არსაიდან საშველი.

??????