ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ვეღარ ვიბრუნებ ძველებურ სითბოს ექსკლიუზივი

ვეღარ ვიბრუნებ ძველებურ სითბოს,
როგორ უღმერთოდ მტანჯავ, გამჩენო!
ხანდახან ასე მგონია, თითქოს!
სქელი კედლები მაკრავს გარშემო...
დაღლილი გული ვერაფერს შეძლებს,
მოდი, სიკვდილო, მართლაც დროულო!
ოთხივე მხრიდან ვაწყდები კედლებს,
მაგრამ გასასვლელს ვერსად ვპოულობ...

??????