ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ვხედავ: ალალი ცრემლი აქვს თვალზე 

ვხედავ: ალალი ცრემლი აქვს თვალზე...
(თოვს. თოვლში დგანან თეთრი ვერხვები).
რაც თავს გადაგხდა ცხოვრების გზაზე,
გინდა მომიყვე მაგრამ ვერ ყვები.
ჩანს მთლად იოლი არაა მართლაც,
ისევ თქვა რამე ხვედრზე მწარეზე,
იმის, რომ ბედი მოგექცა მკაცრად,
დღეს უკვე ვხვდები სიტყვის გარეშე.

??????