ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * დღეს შენთან თითქმის არაფერს ვმალავ ექსკლიუზივი

დღეს შენთან თითქმის არაფერს ვმალავ,
უფრო გაღმერთებ, რაც დრო გავიდა.
შენ კვლავ მომეცი იმდენი ძალა,
მთელს ჩემ ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.
შენთვის ვწნავ მინდვრის ყვავილთა გვირგვინს,
იქნებ ჩემს ტკივილს რამე უშველო.
შენს თავს ვფიცავარ, გულწრფელად მიკვირს,
როგორ ვცხოვრობდი ერთ დროს უშენოდ.

??????