* * * წვიმს უკვე თითქმის მთელი კვირაა ექსკლიუზივი
წყალში ცალ ფეხზე თვლემენ ყანჩები.
ტანჯვის მიზეზი ერთხელ თქვი რაა,
თორემ შენს ტანჯვით მეც ვიტანჯები.
მაგრამ მიცქერი მაინც იჭვით, თან
ამბობ: ოდესღაც გულში მზე მენთო.
ხოლო დღეს მართლა რაღა მიჭირდა,
ტანჯვის მიზეზის თქმა რომ შემეძლოს...