* * * თოვლი პირქუშ სერებზე ექსკლიუზივი
ჯერაც გაუმდნარია...
ვიღას აინტერესებს
ცოცხალია, მკვდარია:
კაცი - ნაღდი, უბრალო,
მუდამ ალალმართალი...
შენ მომადლე უფალო,
მასში წმინდა რაც არი!
შიში მარტო დარჩენის,
გულგრილობაც ხშირია...
მისი ბედი გაჩენის
დღიდან დაწყევლილია!
ჰოდა, იღბალს მინებდა,
თანაც ყველამ გაწირა...
არვინ ინაწილებდა,
ვერვინ გაინაწილა:
დარდი მისი მთისხელა,
მართლაც გულშემზარავი...
ამბობს ღმერთმა მიშველა,
სხვას შველოდა ვერავინ!
ვიღას აინტერესებს:
მწუხარების არია...
თოვლი პირქუშ სერებზე
ჯერაც გაუმდნარია!