ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * თქვი: განდევნე ეშმა რით! ექსკლიუზივი

თქვი: განდევნე ეშმა რით!
მეც ვიცოდე მინდა...
სანთლით ვეძებ ჭეშმარიტ
კაცს, გაჩენის დღიდან.
ვინმეს ახსოვს, მენატროს
რამე ამის მეტი?
ვერ მოვერგე ყველა დროს,
არც მოვხარე ქედი.
ვარ იღბალზე აცრილი,
გული ვიღას მივცე...
მტკივა ფრთები დაჭრილი,
მაინც ვილტვი ცისკენ!
ვრჩები დღემდე უცვლელი,
ერთგული ვარ ფიცის...
მითქვამს ქება გულწრფელი:
ქართული ცის, მიწის!
მინდა გულით ვლოცავდე,
ვინც წმინდაა, ნაღდი;
ვისაც სულით ხორცამდე
სხივისი ტკივა დარდი.
თქვი: განდევნე ეშმა რით,
თქმა გავბედე რახარნ -
როგორ ფიქრობ, ჭეშმარიტ
კაცს ოდესმე ნახავ?

??????