ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * დაფარა თოვლმა ხეები თუთის ექსკლიუზივი

დაფარა თოვლმა ხეები თუთის,
თოვლია მთებზეც: ქათქათა, თეთრი...
დაგლოცოს ღმერთმა< სოფელო წუთის,
სურვილი უნდა გაგანდო ერთი!
გაჩენის დღიდან ლანდივით დამდევ,
არაფერს ვამბობ, თვითონვე ხედავ...
როგორმე საღვთო ტკივილის დამტევ
საბრალო გულსაც უტირე დედა!
საბედისწეროდ მძიმეა დრო კვლავ,
მალე ყოველი გახდება ცხადი...
თუკი ლამაზი სიკვდილით მომკლავ,
დამილოცნიხარ, შენი გზით წადი!

??????