ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * შიში მეუფლება გულწრფელი ექსკლიუზივი

შიში მეუფლება გულწრფელი:
ნისლი უნდობლობის ფარავს დროს...
თუკი შენს სატკივარს ვუშველი,
იმედს გაგაწბილებ არასდროს!
მოჩანს დათოვლილი ფერდობი,
ჰოდა, საუბარი რაზეა!
სიტყვა მენატრება მართალი,
ძველი ისევ მტკივა ჭრილობა...
მქონდა ღვთის წინაშე ნათქვამი
შენი გადარჩენის პირობა!
ბედი, რახანია, შემიჩნდა,
გულსაც ეჭვი ბზარავს ძირძველი:
ნუთუ ამაოა ჩემი ცდა,
მართლა ვერაფერით გიშველი?!

??????