ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * გულიც არაფრით მთელდება ექსკლიუზივი

გულიც არაფრით მთელდება,
სევდას ტკივილი ერთვის...
შენთვის როგორრაც თენდება,
მუდამ ღამეა ჩემთვის!
ფიქრი... წუხილი მზარავი...
დარდი. ცრემლები. ლოცვა.
აღარ შემომრჩა არავინ,
ყველამ დამტოვა, როცა:
ასე ვიტყოდი, ცხადია,
კაცი - ნათელი, წმინდა -
აღარც სიცოცხლე მწადია,
აღარც სიკვდილი მინდა!
ღირდა წამება ერთ რამედ...
მსურდა ლოდინით დამზრალ
პოეტს მემხილა მესამე,
მოვარდისფერო, სხვა გზა!

??????