ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * განსაცდელი - ჩვენში დარჩეს სიმართლე ექსკლიუზივი

განსაცდელი - ჩვენში დარჩეს სიმართლე -
იყო ჩემი ბედისწერა თავიდან...
თავს ნამდვილად ვეღარაფრით ვიმართლებ,
სამართლიან შენს წყენასაც ავიტან!
მსაყვედურობ: „მოგემართა რომ ხელი,
კვლავაც კაცი მერქმეოდა მომლხენი,
ნაღდად ვეღარ წამაქცევდა იღბალი“...
სინანული დამრცა მხოლოდ გულწრფელი,
აღსარებაც მათქმევინე შენ ახლა!
შეცოდებას ერთი რამით ვუშველი:
უნდა ვიშვა ქვეყანაზე ხელახლა...

??????