* * * მინდა ჩემი ერთგულებით ექსკლიუზივი
გაგრძნობინო შენ შვება.
როცა კარგად მეგულები,
დარდიც უცებ მეშვება!
აბობოქრდა ზღვა ქარებით,
გულშიც შლეგი ქარია...
ვხარობ წრფელი გახარებით,
როცა შენ გიხარია!
გენდობოდი, მუდამ მწამდი,
რაც უფალმა ინება...
მემატება ფიქრზე დარდი,
შენ რომ მოგეწყონება!
ბედნიერი დრე დადგება,
გაგითბება შენ გული.
ერთი ნუღარ გედარდება:
ვარ ბოლომდე ერთგული!