ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ვათენებდი ოცნებით, ნერვიულო ლოცვებით ექსკლიუზივი

ვათენებდი ოცნებით, ნერვიული ლოცვებით,
მარადშავი მოცვებით მოფენილა მიდია.
თეთრი ამაზონიდან, ჯვარედინი ზონიდან,
მოელვარე ზოლიდან ფრეგატები მიდიან.
კაბადონზე ზეფირი, გადმოცემით ზეპირით:
ქრიზანთემამ ეთერი მოავლინა ზოდებად.
თვლემენ პირამიდები, ეგვიპტური მითები,
დაიმონა თითები კლავიშებზე გოდება.
ფოთოლცვენა გამეფდა აკლდამათა შეხებამ.
მოვლენ კართაგენები ვანდალური გენებით,
განთიადზე ვენები ტრაგედიამ შეღება.
ანათემა მოქროდა ელინელთა ნოგროდან,
ელვარებამ ოქროდან გაიელვა ბეჭედში.
გადამთელა ბალახმა, მონაზონთა თანახმად,
ფანატიზმი ალაჰმა დამანათლა მეჩეთში.
ცამეტიდან ოცამდი, მინარეთზე მლოცავდი,
როიალთან მოცარტი რექვიემით ენთება.
მზეთა გრადაციებით, თეთრი აკაციებით,
ანგელოზთა ციებით პანაშვიდი თენდება.
ვათენებდი ოცნებით, ნერვიული ლოცვებით,
მარადშავი მოცვებით მოფენილა მიდია .
თეთრი ამაზონიდან, ჯვარედინი ზონიდან,
მოელვარე ზოლიდან ფრეგატები მიდიან.

??????