ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ოცნებად გაშალე მარაო შენ შლილი ექსკლიუზივი

ოცნებად გაშალე მარაო შენ შლილი,
ფოთოლთა შრიალი გაშალე შავ ფარდად.
ზენიტთა კიდეზე რომ დადგა შეშლილი,
ლურჯ თვალთა გოდება მაშნვე დამთავრდა.
მაგრამ შენ გაიგე ქვითინი მინათა,
ცამ როცა გაწყვიტა ტატნობთან კავშირი.
რადგანაც მზემ დილით მომწვანოდ ინათა,
გუმბათთა ლურჯ ფონზე ელავდა ქაშმირი.

??????