ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * აღარ მჭრდება ახსნა, მტკიცება, ფიცი ექსკლიუზივი

აღარ მჭრდება ახსნა, მტკიცება, ფიცი,
რატომ დამტოვე, რატომ წახვედი შორს;
ჩემს მწუხარებას ვერ იზიარებ, ვიცი,
გარეთ თოვლია... გულშიც უღმერთოდ თოვს!
ფიქრში წასული პირქუშ მიდამოს ვუმზერ,
ბედი ოხერი მსახვრალ განაჩენს წერს...
დიდად არც ადრე გეხატებოდი გულზე,
ახლა საერთოდ აღარ მაშველებ ხელს!

??????