* * * გაქრა ოცნება წმინდა ექსკლიუზივი
ქრება ნათელი მზეც.
ზოგჯერ არავინ მინდა,
არვის ვუნდივარ მეც...
რაღა დავმალო, ხშირად
ფარული დარდი მკლავს:
თავს არავისთვის ვწირავ,
არავინ მწირავ თავს...
თითო-ოროლა სანდო
კაცი მიკეტებს გულს.
ახლა არავის ვდარდობ,
ჩემზეც არავინ წუხს..
გულს სინანული სერავს:
ვერავის ვუხდი ვალს.
ნაცნობს ვარიდებ მზერას,
ისიც მარიდებს თვალს...
გაქრა ოცნება წმინდა,
ქრება ნათელი მზეც.
ზოგჯერ არავინ მინდა,
არვის ვუნდივარ მეც...