ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ცრემლი - ზღვა დაუშრობელი ექსკლიუზივი

ვრემლი - ზღვა დაუშრობელი,
ისევე ასველებს თვალს...
ვერაფერს გაიგებს მშობელი,
ვერაფერს უმხელ ძმას.
არადა, როცა ცხოვრებას
პირისპირ შერჩი - რთულს:
სხვას ვიღაც ემახსოვრება,
რაც გიწეწავდა სულს...
ქვეყნად ყველაფრის ნატრული:
სიკვდილს მისწრებად თვლი.
ბედის სამანი მზაკვრილი -
ვინ გადალახა თქვი!
ვერაფერს გაიგებს მშობელი,
ვერაფერს უმხელ ძმას...
ცრემლი - ზღვა დაუშრობელი,
ისევ ასველებს თვალს.

??????