მაისტელთ გაურიგებავ...
გორგისად შაკვრა გზისაო.
გორგის ნუ მახკლავთ, ქისტებო,
მა უთურგაის შვილსაო!
თუ მახკლავთ, ხელს კი ნუ მასჭრით,
ბრალია კაი ყმისაო...
არ დაიჯერეს ქისტებმა, -
“გორგიმაც ესრე ქნისაო,
გორგის ციხეზედ აკრავის
თორმეტ მარჯვენა მტრისაო”...
ჩაუსხდეს მთის თავს, მთის ძირსა,
ფერ ვერ უცვალეს მგლისაო...
“ვაი თქვენს გორგის, ქისტებო,
ხანი არ მექნა ცდისაო!
თუ შამხვედროდით პირდაპირ -
ქნევა მეც ვიცი ხმლისაო!”